გუდიარის სილიკონის საცხი 400 მ.ლ.

22.01 c

web.პროდუქციის კოდი 4680218068588

გამოიყენება ავტომობილის მექანიკური გადაბმების მოსავლელად (კარებების, საბარგულის და კაპოტის კლიტე-საკეტები და პეტლები, კარებების შუშის ამწევები, ტროსები, ამძრავები და სხვა). დაბალი ტემპერატურის პირობებში ხელს უშლის კარების, საბარგულის და კაპოტის რეზინის დეტალების მოყინვას და დაბზარვას. იცავს კოროზიისგან, სპობს არასასიამოვნო ხმაურს. ეს არის შეუცვლელი საშუალება
სამრეწველო აღჭურვილობის მოსავლელად (პრეს-ფორმების შესაზეთად, პლასტიკური და რეზინის ნივთების წარმოებისას, ქიმიური ბოჭკოების ფილერების წარმოებაში). ინარჩუნებს თავის თვისებებს - 400-დან +1200C-მდე ტემპერატურის ფარგლებში.

მოხმარების წესი: გამოყენების წინ ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. საცხი თხლად დაადეთ დასამუშავებელ ზედაპირზე, ხოლო რეზინის დეტალებს ჭარბი ხსნარი მოაცილეთ სუფთა მშრალი ტილოთი.

ყურადღება! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას. მოხმარებისას აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი. არ ჩაყლაპოთ. მოარიდეთ დარტყმას და პირდაპირ მზის სხივებს. არ გააცხელოთ 500C-ზე ზემოთ. არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. არ იხმაროთ ღია ცეცხლთან და გავარვარებული ნივთების სიახლოვეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შემადგენლობა: პოლიდიმეთილსილოქსანი >30%, პროპან-ბუტანი >30%.
შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი.

იმპორტიორი და წარმომადგენელი საქართველოში შ.პ.ს. მიდმასტერი. www.midmasteri.ge

შეკითხვების ან წინადადებების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ + 995591501676

ცხელი ხაზი GOODYEAR Car Accessories 8 (800) 3330167


 

+
RELATED PRODUCTS