გუდიარის მინების დაორთქვლის საწინააღმდეგო საშუალება 210 მ.ლ.

14.19 c

web.პროდუქციის კოდი 4680218068748

საშუალება მინაზე ქმნის პოლიმერულ აპკს, რაც აბრკოლებს მინების დაორთქლებას ხანგძლივი დროის განმავლობაში, სალონში მაღალი ტენიანობის შემთხვევაშიც კი. მანქანის მძღოლს უქმნის კომფორტს. გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლეტების ჩაფხუტების მინებისთვის და სხვადასხვა საოჯახო ნივთებისთვის - აბაზანის სარკეები, სათვალეები, ავეჯის ვიტრინები და ა.შ.

მოხმარების წესი: წინასწარ გულდასმით გაწმინდეთ მინები GOODYEAR - ის მინების საწმენდი საშუალებით. კარგად გაწმინდეთ ტილოთი ისე, რომ არ დარჩეს სინესტე და ტილოს ბუსუსები. ყურადღება! ამ საშუალების ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მინების სისუფთავესთან. ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი 1-2 წუთის განმავლობაში და დაასხურეთ მინების ზედაპირზე. დაამუშავეთ რბილი ტილოთი მანამ, სანამ ზედაპირი არ გახდება მშრალი და გამჭირვალე.

ყურადღება! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას. მოხმარებისას აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. არ ჩაყლაპოთ. აარიდეთ დარტყმას და არ გააცხელოთ 50* ზემოთ. არ გახსნათ და არ ააფეთქოთ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. არ შეისუნთქოთ ანაორთქლი. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არ იხმაროთ ღია ცეცხლთან და გავარვარებულ ნივთების სიახლოვეს. ბალონი არ დაშალოთ!
შემადგენლობა: წყალი > 30%, პროპან-ბუტანი 15-30%, იზოპროპანოლი 5-15%, ფუნქციონალური დანამატები <5%.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“, რუსეთი.

იმპორტიორი და წარმომადგენელი საქართველოში შ.პ.ს. მიდმასტერი. www.midmasteri.ge

შეკითხვების ან წინადადებების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ + 995591501676

ცხელი ხაზი GOODYEAR Car Accessories 8 (800) 3330167

+
RELATED PRODUCTS