web.პროდუქციის კოდი 4680218068526
სწრაფი მოქმედების უნიკალური ფორმულა იძლევა საშუალებას ბორბლების დისკებს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მოაცილოს თითქმის ყველა სახის საგზაო ჭუჭყი და სამუხრუჭე ხუნდების ფრიქციული მტვერი. არ ახდენს კოროზიულ ზემოქმედებას ბორბლების ლითონის ნაწილებზე და აგრეთვე არ აზიანებს მათ ლაქით დაფარულ ან გალვანურ ზედაპირებს. არ აზიანებს საბურავებს.
მოხმარების წესი: დაასხურეთ გამწმენდი საშუალება ბორბლების დისკების ზედაპირზე და 1-2 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით. ბორბლების დისკების გასაწმენდად რეკომენდირებულია მოიხმაროთ რბილი ჯაგრისი.
ყურადღება! იფრთხილეთ - საშუალება შეიცავს მჟავას! მოხმარებისას გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმლი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. არ ჩაყლაპოთ. თვალში ან კანზე მოხვედრისას შეხების ადგილი დაიბანეთ დიდი ოდენობის წყლით. ჩაყლაპვის ან კანის გაღიზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს და თან იქონიეთ გამწმენდის ბოთლი. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შემადგენლობა: წყალი >30%, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ПАВ) 5-15%, არაორგანული მჟავა 5-15%, კომპლექსშემქმნელი <5%, საღებავი <5%.
შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
წარმოებულია GOOD YEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი. იმპორტიორი და წარმომადგენელი საქართველოში შ.პ.ს. მიდმასტერი. www.midmasteri.ge
შეკითხვების ან წინადადებების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ + 995591501676
ცხელი ხაზი Goodyear Car Accessories 8 (800) 3330167