გუდიარის შუშის საწმენდი საშუალება 500 მ.ლ.

14.19 c

web.პროდუქციის კოდი 4680218068502

იდეალურად წმენდს მინებს, სარკეებს, ფარებს საგზაო ჭუჭყისა და მწერების ნაკვალევისაგან. მინების შიდა მხარეს ეფექტურად ასუფთავებს ნიკოტინის ნადებისგან. მოქმედებს წამებში. მინებს აპრიალებს და ანიჭებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას. აუმჯობესებს ხილვადობას და ამაღლებს მოძრაობის უსაფრთხოებას. აგრეთვე გამოიყენება ნებისმიერი დაბურული მინებისთვის. უსაფრთხოა ლაქით შეღებილი, ქრომირებული, პლასტიკური და რეზინის ზედაპირებისებისთვის.

მოხმარების წესი: გამოყენებულ იქნას ჰაერის ტემპერატურის არა ნაკლებ +10°C. კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონის შემადგენლობა. დაასხურეთ დასამუშავებელ ზედაპირზე 20-30 სმ მანძილიდან. შემდეგ გადაწმინდეთ მშრალი სუფთა ტილოთი. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. საუკეთესო ეფექტის მისაღებად მინების საწმენდი ტილო ან ხელსაწმენდი ხშირად გამოცვალეთ.

ყურადღება! დაიცავით სიფრთხილე - მოხმარებისას გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. არ ჩაყლაპოთ. თვალში ან კანზე მოხვედრისას შეხების ადგილი დაიბანეთ დიდი ოდენობის წყლით. ჩაყლაპვის ან კანის გაღიზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს და თან იქონიეთ ამ გამწმენდი საშუალების ფლაკონი. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არ შეისუნთქოთ ანაორთქლი.

შემადგენლობა: წყალი >30%, იზოპროპანოლი 5-15%, კომპლექსშემქმნელი <5%, არომატიზატორი <5%, საღებავი <5%.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“, რუსეთი.

იმპორტიორი და წარმომადგენელი საქართველოში შ.პ.ს. მიდმასტერი. www.midmasteri.ge შეკითხვების ან წინადადებების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ + 995591501676

ცხელი ხაზი GOOD YEAR Car Accessories 8 (800) 3330167

+
RELATED PRODUCTS